ორი ოქრო ერთ ღამეში პარიზის ოლიმპიადაზე - საქართველო ზეიმობს

11.08.24 11:15
ორი ოქრო ერთ ღამეში პარიზის ოლიმპიადაზე - საქართველო ზეიმობს

ორი ოქრო ერთ ღამეში და ორჯერ გაჟღერებული ეროვნული ჰიმნი პარიზის ოლიმპიადაზე - საქართველოოო ზეიმობს. ქვეყანას ორით მეტი ოლიმპიური ჩემპიონი ჰყავს. ლაშა ტალახაძემ და გენო პეტრიაშვილმა ერთმანეთის მიყოლებით ორი ოქროს მედალი მოპოვეს და საკუთარი რეკორდები გააუმჯობესეს.

ატაცში 215  კილოგრამის დაფიქსირებით,  აკვრაში კი 255-ის დაძლევით, ტალახაძე გახდა ისტორიაში მეხუთე სპორტსმენი, ვინც ოლიმპიური ოქროო ზედიზედ მესამედ მოიპოვა.

თითოეულ მედალოსან და ჩემპიონს მინდა მივულოცო ეს წარმატებები პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე. ჩვენს ბიჭებს მადლობა მინდა ვუთხრა ასევე ნამდვილი თავდადებისთვის. ოლიმპიადაა და ნამდვილად ყველაფერი ხდება, მოულოდნელობებით არის სავსე და ძალიან დიდი მადლობა პირველ რიგი, ვისაც ამ წარმატებაშ მიუძღვის წვლილი, ჩენს მწვრთნელებს, პირველ რიგში, ჩვენს სამედიცინო შტაბს, ფედერაციას, ოლიმპიურ კომიტეტს და სამინისტროს, ძალიან დიდი მადლობა ასევე ჩვენს გულშემატკივრებს, რომლის გვერდზე დგომასაც ნამდვილად მე ვგრძნობ. ეს ემდალი ჩვენს საქართველოს ეკუთვნის, ჩემს ოჯახს ეკუთვნის და ყველა იმ ადამიანს, ვისაც გაუხარდა ჩვენი წარმატება, - განაცხადა ლაშა ტალახაძემ ასპარეზობის შემდეგ.

კარიერაში პირველად ზეიმობს ოქროს მედალის მოპოვებას გენო პეტრიაშვილი. თავისუფალი სტილში ქართველმა მოჭიდავემ რევანში აიღო,  ხალიჩაზე მძიმე ბრძოლაში ირანელ მეტოქესთან შევიდა და გამარჯვება გვირგვინის ჟესტის ჩვენებით იზეიმა.

იმედია, დავიძინებ, არ გამეღვიძება.არ ვიცი რა გითხრათ. ყველას ძალიან დიდი მადლობა. მადლობა უფალს, რომ შევძელი. ძლაიან სიგიჟე ყოფილა ად ღმერთის გარეშე ვერაფერს გავხდებოდი, - თქვა გენო პეტრიაშვილმა შეჯიბრის შემდეგ. 

პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე საქართველოს ამ დროისათის 6 მედალი აქვს მოპოვებული. აქედან 3 ოქროსია. დღეს ოლიმპიადაზე თავისუფალ სტილში კიდევ ერთი ქართველი მოჭიდავე, გივი მაჭარაშვილი იასპარეზებს.