ზეიმი გორში - გენო პეტრიაშვილის ოჯახი დილიდან მილოცვებს იღებს

ოლიმპიურ ჩემპიონატზე გამარჯვებას გორშიც ზეიმობენ. გენო პეტრიაშვილის ოჯახი დილიდან მილოცვებს იღებს. თავისუფალი სტილის ქართველ მოჭიდავემ ოლიმპიურ ჩემპიონობამდე რთული გზა გაიარა. პეტრიაშვილს წინა ოლიმპიადაზე გამარჯვების მოსაპოვებლად სულ ცოტა დააკლდა.
გენომ ბრძოლა ბავშვობიდან დაიწყო. ჯერ კიდევ 11 წლის მოზარდი იყო, როცა რუსმა ოკუპანტებმა გაიტაცეს და სამი თვე ტყვეობაში ამყოფეს. ამ გატაცებიდან 19 წლის თავზე კი პეტრიაშვილმა პარიზის ოლიმპიადაზე ოქროს მედალი აიღო, საქართველოს დროშა ააფრიალა და მთელ ევროპას ეროვნული ჰიმნი კიდევ ერთხელ მოასმენენინა.
დიდი მნიშვნელობა ჰქონდა თავისთვისაც. ორი მედალი ჰქონდა მაგას ოლიმპიური, ოქრო არ ჰქონდა და ოქრო აიღო, მიამატა თავის ყულაბას. ქართელმა ხალხმა გაიახარა და ძალიან დიდი ზეიმი იყო გუშინ, ქალაქმა აღნიშნა მისი წარმატება. ძიუდოს მწვრთნელი ვარ და მესმის მისი შედეგის ფასიც და ჩვენი გულშემატკივრობის ფასიც, - ამბობს ადგილობრივი.
მაგრად გვიხარია. ოსებმა რომ მოიტაცეს იქ და მთელი ამბავი, ივაჟკაცა, ამის შემდეგ კიდევ როგორ გაძლო მაგან, ღმერთმა გაუმარჯოს!, - ამბობს ადგილობრივი.
პეტრიაშვილის ოქროს მედალს გორში მთელი ღამის განმავლობაში ზეიმობდნენ.