3 ოქრო, 3 ვერცხლი და ერთი ბრინჯაო - საქართველოს ოლიმპიური დელეგაცია სამშობლოში დაბრუნდა

13.08.24 13:55
3 ოქრო, 3 ვერცხლი და ერთი ბრინჯაო - საქართველოს ოლიმპიური დელეგაცია სამშობლოში დაბრუნდა

3 ოქრო, 3 ვერცხლი და ერთი ბრინჯაო - ამ შედეგით დაასრულეს ქართველმა სპორტსმენებმა პარიზის ოლიმპიადაზე ასპარეზობა. 2024 წლის წლის სპორტული შეჯიბრებები  დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ჩვენი ქვეყნისთვის   ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა. ოლიმპიური დელეგაცია უკვე თბილისში დაბრუნდა. თბილისში დაბრუნდა სამგზისს ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე.

საქართველოს ლაშამდეც ჰყავდა სამგზის ჩემპიონი, ვიქტორ სანეევი, თუმცა ეს საბჭოთა ეპოქაში იყო. ასევე სამგზის ოლიმპიური ჩემპიონია ლეგენდარული კახი კახიაშვილი, თუმცა სამწუხაროდ არა საქართველოს სახელით. ლაშა ტალახაძის სამივე ჩემპიონობის დროს კი საქართველოს დროშა აღიმართა. სამშობლოში დაბრუნდა გენო პეტრიაშვილი, რომელმაც ადრე მოგებულ ბრინჯაოს და ვერცხლს პარიზში ოქროს მედალი შემატა და ამით გახდა ისტორიაში მხოლოდ მესამე ქართველი სპორტსმენი  რომელსაც სამივე სინჯის ოლიმპიური მედალი აქვს მოგებული, ლეგენდარული ნინო სალუქვაძის და ლაშა შავდათუაშვილის შემდეგ და გივი მაჭარაშვილი, ოლიმპიური ვერცხლის მფლობელი. ის სამწუხაროდ ფინალში დამარცხდა, თუმცა ახალგაზრდა მოჭიდავისთვის ოლიმპიური ვიცე ჩემპიონობა, რა თქმა უნდა უზარმაზარი წარმატებაა. 

ოლიმპიადა 4 წლით დაგვემშვიდობა. მომდევნო თამაშები 2028 წელს ლოს ანჯელესში გაიმართება. თუმცა იქამდე, ზუსტად ორ კვირაში პარიზში პარაოლიმპიური თამაშები გაიხსნება, რომელზეც საქართველო 14 პარასპორტსმენით იქნება წარმოდგენილი, რაც სარეკორდო მაჩვენებელია ქართული პარასპორტის ისტორიაში.