საქართველო - ჩეხეთის მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია

15.08.24 13:52
საქართველო - ჩეხეთის მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია

საქართველო - ჩეხეთის მატჩზე დასასწრები ბილეთები, რეკორდულ დროში გაიყიდა.

შეხვედრის ბილეთების გაყიდვა დღეს, 12:00 საათზე tkt.ge-ზე დაიწყო, თითოეულ მომხმარებელს კი მაქსიმუმ ორი ბილეთის შეძენა შეეძლო. 

მაღალი მოთხოვნის გამო, 13:00 საათზე ბილეთის ყიდვა უკვე შეუძლებელი იყო, რადგან დარეგისტრირებული მყიდველის რიგის ნომერი 100 ათასს ასცდა.

საქართველოს ეროვნული ნაკრები 7 სექტემბერს, 20:00 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩეხეთს დაუპირისპირდება. სტადიონი სულ 27 223 მაყურებელს იტევს.

მსგავსი სიახლეები