50 000-ლარიანი პრემია გადაეცემა ოლიმპიური გუნდის ყველა წევრს, რომელსაც მედალი არ მოუგია - კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, 50 000-ლარიანი პრემია გადაეცემა გუნდის უკლებლივ ყველა წევრს, რომელსაც მედალი არ მოუგია ოლიმპიურ თამაშებზე, თუმცა თავისი წვლილი შეიტანა საერთო წარმატებაში.
კობახიძის თქმით, ასევე გაზრდილ პრემიებს მიიღებენ მწვრთნელები, სამედიცინო პერსონალი და სხვა პერსონალი.
28-ვე სპორტსმენის წვლილი საერთო გამარჯვებაში არის განსაკუთრებული. დიდი მადლობა ყველას ამისათვის, მით უმეტეს, ამ გუნდში წარმოდგენილნი იყვნენ ჩვენი განსაკუთრებით ღვაწლმოსილი სპორტსმენები. ამ წვლილის დასაფასებლად, 50 000-ლარიანი პრემია გადაეცემა გუნდის უკლებლივ ყველა წევრს, რომელსაც მედალი არ მოუგია ოლიმპიურ თამაშებზე, თუმცა თავისი წვლილი შეიტანა საერთო წარმატებაში. ასევე გაზრდილ პრემიებს მიიღებენ მწვრთნელები, სამედიცინო პერსონალი, სხვა პერსონალი, რომლებიც წარმოდგენილი იყვნენ ჩვენს გუნდში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ ჩემპიონები წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენს, ხოლო პრიზიორები ღირსების ორდენს მიიღებენ.