პეტრიაშვილი: ძალიან დიდი დაფასებაა სპორტსმენებისთვის უმაღლესი ჯილდო და პრემია
ოლიმპიური ჩემპიონის, გენო პეტრიაშვილის თქმით, ძალიან დიდი დაფასებაა სპორტსმენებისთვის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო და პრემია, მაგრამ ხალხის სიყვარულია უმთავრესია.
მინდა, მივულოცო ჩვენ ოლიმპიელებს, პრიზიორებს, ის ღირსეული გამარჯვება, რაც ჩვენს ქვეყანას მოუტანეს, ძალიან მაგარი ემოციები იყო და დღესაც ემოციების პიკში ვართ, რადგან ჩვენ, სპორტსმენებს, გვეძლევა შესაძლებლობა ჩვენი ქვეყნის დროშა, უმაღლეს საფეხურზე ავწიოთ, თუნდაც ვცადოთ ეს ყველაფერი. ეს ძალიან მაგარია და ამაყებს გვხდის“,- განაცხადა პეტრიაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, 50 000-ლარიანი პრემია გადაეცემა გუნდის უკლებლივ ყველა წევრს, რომელსაც მედალი არ მოუგია ოლიმპიურ თამაშებზე, თუმცა თავისი წვლილი შეიტანა საერთო წარმატებაში.
კობახიძის თქმით, ასევე გაზრდილ პრემიებს მიიღებენ მწვრთნელები, სამედიცინო პერსონალი და სხვა პერსონალი.