“Levante“-ს საწვრთნელ ბანაკში შესარჩევად რეგისტრაცია დაიწყო

ესპანური საფეხბურთო კლუბი “Levante“ ახალი ტალანტების შესარჩევად საქართველოში ჩამოდის - რეგისტრაცია დღეიდან დაიწყო.
უკვე დაიწყო ლევანტეს შესარჩევზე რეგისტრაცია! იჩქარე ადგილები შეზღუდულია! შენი ოცნებები გიხმობენ“,- წერს კლუბის ოფიციალური სოციალური ქსელი.
როგორც ცნობილია, ესპანური კლუბის წარმომადგენლები საქართველოში 2006-2011 წლებში დაბადებულ ტალანტებს შეარჩევენ.
19-20 აგვისტოს ლევანტე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერით დიდი დიღმის საფეხბურთო ცენტრში უმასპინძლებს 2006-2011 წლებში დაბადებულ ახალგაზრდა ფეხბურთელებს.
საწვრთნელი ბანაკის შემდეგ შეირჩევა 10 ფეხბურთელი, რომლებსაც საშუალება ექნებათ მიიღონ მონაწილეობა ლევანტეს პროექტ PLAYER EXPERIENCE-ში და ორი კვირა გაატარონ ლევანტეს აკადემიაში.