“მოდი დინამოზე“ - როგორ აპირებენ გულშემატკივრები შეამოწმონ, ნამდვილად ამორტიზებულია თუ არა სტადიონი

ფეხბურთის ქომაგები აპირებენ საკუთარი ძალებით შეამოწმონ ნამდვილად ამორტიზებულია თუ არა “დინამო არენა“.
სოციალურ ქსელში კამპანია - “მოდი დინამოზე“ მას შემდეგ დაიწყო, რაც ცნობილი გახდა, რომ საქართველო - ჩეხეთის მატჩი მესხის სტადიონზეე ჩატარდება, რომელიც 27 ათას მაყურებელს იტევს.
გულშემატკივრები მოითხოვენ, გასაჯაროვდეს ოფიციალური დოკუმენტები, რომელიც დაამტკიცებს, რომ სტადიონი ნამდვილად ავარიულია.
,ეს უნდა გასაჯაროვდეს ესე იგი, ეს ხომ ისეთი რაღაცაა, რაც არ ეხება ერთეულ ადამიანებს. ეს გვეხება ყველას საფეხბურთო სტადიონია დავდივართ და ფეხბურთს ვუყურებთ. ეს არ არის, რომ იქ რაღაც ასეთი გადაწყვეტილება. ეს უნდა იყოს საზოგადოებისთვის ღიაა და ნათელი, რომ ვიცოდეთ თუ მართლა უსაფრთხო არ არის კი ბატონო, იმას არ დაიწყებს, რომ გინდა თუ არა ესეთ ავარიულ სტადიონზე ვათამაშოთ", - ამბობს გიორგი ჯაფარიძე.
ერთ-ერთი გულშემატკივარი გამოდის ინიციატივით, დინამო - ტორპედოს თამაშზე ყველა მივიდეს და თავად შეამოწმონ, რამდენად ამორტიზებულია და გაუძლებს ხალხის მასას.
აგვისტოში, მშვენიერი დრო გვაქვს ახლა, რომ დინამო - ტორპედოს თამაშზე, ჩვენ თვითონ შევამოწმოთ, ვინც ნამდვილი გულშემატკივარია. არავის რა მოვუწოდებ, რომ მოვიდეთ და სტადიონი დავანგრიოთ მეთქი, ისეთი რაღაც ფონი შევქმნათ, რომ სტადიონი დავანგრიოთ. ჩვენ, თვითონ შეგვიძლია ჩვენი, თვალით ვნახოთ, შევამოწმოთ, რამდენად ამორტიზებულია ეს სტადიონი და რამდენად გაუძლებს ხალხის მასასას. უეფას კატეგორიის სტადიონია ეს, უნდა ვიგებდეთ შესაბამისი უწყებებისგან და არა პრემიერი გამოდიოდეს და პირველი ის აჟღერებდეს, რომ სტადიონი ამორტიზებულია და რაღაც ხალხის მასას ვერ დაიტევს", - აბობს მიშა ქებაძე.
ფეხბურთის ფედერაცია ირწმუნება, რომ უეფას ერთა ლიგის პირველი ტურის მატჩისთვიის უარი თავად დინამოს ადმნისტრაციისგან მიიიღეს
“ამ დროისთვის სტადიონის რამდენიმე სექტორის გამოყენება შეზღუდულია, შესაბამისად ტევადობის სრულად ათვისება ვერ მოხერხდა, რაც შეეხება ინფორმაცია იმაზე, რომ სტადიონი შემოწმებას საჭიროებს და შესაბამისი დასკვნა არსებობს, დინამოსგან მივიღეთ. სტადიონი დინამოს საკუთებაა და ყოველთვის მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციით ვხელმძღვანელობთ.
ჩვენი სურვილი ასრებობს და შემდეგ თამაშებზე, მიუხედავად იმის რომ საიტზე აღნიშნულია, რომ იქ არ ტარდება, თუ ეს პრობლემა გამოსწორდება, დინამოზე ჩატარდება.
“პირველებმა“ თბილისის დინამოს ოფიციალური წერილი მოიპოვა, რომელიც მათ ფეხბურთის ფედერაციას გაუგზავნეს და იქ არაფერია წერია, იმაზე, რომ არ შეუძლიათ ნაკრების შეხვედრებს უმასპინძლონ.