უნიკალური შანსი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის - “ლევანტე“ ქართველი ტალანტების ძიებას იწყებს

“ლევანტე“ ქართველი ტალანტების ძიებაში და უნიკალური შანსი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის. უახლოეს დღეებში გაირკვევა, ვინ მიიღებს ვალენსიის საგზურს და წვრთნას ესპანური კლუბის ბაზაზე გააგრძელებს. ათეულობით 18 წლამდე სპორტსმენს მთელი საქართველოდან დღეს დიდი დიღმის ბაზაზე არჩევდნენ.
საწვრთნელი ბანაკის შემდეგ 10 ფეხბურთელი შეირჩევა, რომლებსაც საშუალება ექნებათ, მიიღონ მონაწილეობა ლევანტეს პროექტ PLAYER EXPERIENCE-ში და ორი კვირა "ლევანტეს" აკადემიაში გაატარონ.