დღეს თბილისში ვიტალი დარასელიას სახელობის ტურნირი იხსნება

23.08.24 15:37
დღეს თბილისში ვიტალი დარასელიას სახელობის ტურნირი იხსნება

დღეს თბილისში ვიტალი დარასელიას სახელობის ტურნირი იხსნება. ჩემპიონატი 16 წლამდე ასაკობრივ გუნდებს შორის ტარდება

ტურნირზე ორი ქართული გუნდი მონაწილეობს – “დინამო თბილისი“ და “ლოკომოტივი“, ასევე „იუვენტუსი“, „ვალენსია“, “უოტფორდი“  და „გალათასარაი“.

ამ ტურნირს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმის მერე, რაც ჩვენმა ბიჭებმა ესეთ დიდ წარმატებას მიაღწიეს ევროპის ჩემპიონატზე, ტურნირი ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, ფეხბურთისთვის და იმ ახალი ფეხბურთელებისთვის, რომლებიც ამ ტურნირში მონაწილეობენ“, - განაცხადა თემურ ქეცბაიამ. 

გამარჯვებულ გუნდს დარასელიას თასი გადაეცემა.