მესიმ „ბარსელონა“ დატოვა

05.08.21 23:03
მესიმ „ბარსელონა“ დატოვა

არგენტინის საფეხბურთო ნაკრების თავდამსხმელმა, ლიონელ მესიმ „ბარსელონა“ დატოვა. ინფორმაციას ამის შესახებ კატალონიური კლუბი ავრცელებს.

„მიუხედავად იმისა, რომ „ბარსელონა“ და ლიონელ მესი შეთანხმდნენ და ორივე მხარეს მკაფიო განზრახვა აქვს ხელი მოაწეროს ახალ კონტრაქტს, ეს ვერ მოხდება ფინანსური და სტრუქტურული დაბრკოლებების გამო (ესპანეთის ლიგის რეგულაციები). ამ სიტუაციის შედეგად, მესი აღარ დარჩება „ბარსელონაში“. ორივე მხარე ღრმად ნანობს, რომ ფეხბურთელისა და კლუბის სურვილები საბოლოოდ ვერ განხორციელდება. „ბარსელონა“ გულითად მადლობას უხდის ფეხბურთელს კლუბის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და მას ყოველივე საუკეთესოს უსურვებს მომავალში მის პირად და პროფესიულ ცხოვრებაში“, - ნათქვამია განცხადებაში.