"გადავწყვიტე დავრჩე კიდევ ერთი წელი ვალენსიაში" - გიორგი მამარდაშვილი

28.08.24 10:35
"გადავწყვიტე დავრჩე კიდევ ერთი წელი ვალენსიაში" - გიორგი მამარდაშვილი

"ლივერპულმა" გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. ქართველი ფეხბურთელი შემდეგი სეზონიდან ინგლისურ კლუბში იასპარეზებს, მანამდე კი ის ერთი წელი ვალენსიაში დარჩება.

რამდენიმე საათის წინ გიორგიმ ინსტაგრამზე პოსტი გამოაქვეყნა და ვალნსიას მადლობა გადაუხადა. 

"გადავწყვიტე დავრჩე კიდევ ერთი წელი ვალენსიაში და დავეხმარო გუნდს თავისი მიზნის მიღწევაშ" - წერს მამამრდაშვილი.

ვალენსიაზე და ამ კლუბზე საუბარს მადლიერების გამოხატვის გარეშე ვერ დავიწყებ. მინდა მადლობა გითხრათ, სამი წლის განმავლობაში უწყვეტი მხარდაჭერისთვის და სიყვარულისთვის,რომელსაც კლუბში მოსვლის პირველი დღიდან, ყველა ეტაპზე ვგრძნობ.

სიტყვები არ არის საკმარისი,გამოვხატო მადლიერება იმ ყველაფრისთვის რაც ვალენსიამ, ამ დიდმა საფეხბურთო ოჯახმა მომცა.ვალენსიამ შეცვალა ჩემი ცხოვრება და შექმნა ჩემი კარიერა.

სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე დავრჩე კიდევ ერთი წელი ვალენსიაში და დავეხმარო გუნდს თავისი მიზნის მიღწევაში.

ყველამ ვიცით,როგორი რთული წელი გველოდება და როგორი გარდამტეხია ეს პერიოდი თავად კლუბისთვისაც.

ამიტომ, როგორც არასდროს ისე უნდა დავდგეთ ერთად და ვიბრძოლოთ ბოლომდე!"- ამბობს ფეხბურთელი.

მსგავსი სიახლეები