ტარიელ ხეჩიკაშვილმა კლუბი ,,საბურთალო" დატოვა

17.03.21 18:23
ტარიელ ხეჩიკაშვილმა კლუბი  ,,საბურთალო" დატოვა

ტარიელ ხეჩიკაშვილი საფეხბურთო კლუბ ,,საბურთალოს" ტოვებს, ეს გადაწყვეტილება  მან ქართულ ფეხბურთში არსებული პრობლემების გამო მიიღო.  ,,ქართული ოცნების" ყოფილი სპორტის მინისტრი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს უპირისპირდება და ამბობს, რომ არაკომპეტენტურობას ყოველდღიურ საქმოანობაში აწყდებოდა, რაც მისი გადაწყვეტილების მიზეზი გახდა.
ხეჩიკაშვილი, რომელიც ,,საბურთალოს" მთავარი დამფინანსებელია, აცხადებს , რომ მისი გადაწყვეტილების მიზეზი ის ფაქტიც გახდა, ბოლო კლუბს ბოლო მატჩებში უსამართლო მსაჯები შეხვდნენ. 

დავიწყე პატარა საფეხბურთო სკოლიდან და  განვავითარე ჩვენი ინვესტიციებით. ყველაზე დიდი სისუსტე ის არის, რომ ადამიანი იწყებს თანამდებობით ტკბობას, ბოლომდე ვერ შეველევი სპორტს - აღნიშნა ტარიელ ხიჩიკაშვილმა.

ლევან კობიაშვილი, ფეხბურთის ფედაციის პრეზიდენტი,  კი აცხადებს, რომ მუდამ ყურადღებას აქცევდა ,,საბურთალოს", მას გამოუყვეს სტადიონი, რადგან საკუთარი არ გააჩნდათ.

ეს არის ინდივიდუალური გადაწყვეტილება, შესაძლებელია, მას ფინანსური პრობლემები აქვს თავისი ბიზნესიდან გამომდინარე -   აცხადებს ლევან კობიაშვილი.

,,საბურთალო" საბავშვო ფეხბურთში მთავარ სამჭედლოს წარმოადგენს და ეროვნულ ჩემპიონატს ახალგაზრდა ფეხბურთელებით ამარაგებს.

მსგავსი სიახლეები