ნაკრების ქომაგები დიდი ფეხბურთის მოლოდინში - საქართველო-ჩეხეთის თამაშზე ყველა ბილეთი გაყიდულია

06.09.24 20:57
ნაკრების ქომაგები დიდი ფეხბურთის მოლოდინში - საქართველო-ჩეხეთის თამაშზე ყველა ბილეთი გაყიდულია

 

 

ნაკრების ქომაგები დიდი ფეხბურთის მოლოდინში - მიხეილ მესხის სტადიონზე ყველა ბილეთი გაყიდულია. ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ამბობს, რომ ჩეხეთთან თამაშისთვის გუნდი სრულ მზადყოფნაშია. ევროპის ჩემპიონატზე ჩეხებთან მატჩი ფრედ დასრულდა. ხვალ კი ჩვენი გუნდი მოედანზე გამარჯვების მოსაპოვებლად გადის.

დღეს ფეხბურთელებმა ბოლო ვარჯიში გამართეს  და ახლა საქართველოს ნაკრები სეზონის პირველი თამაშისთვის ემზადება.

ვრცლად ნახეთ გიორგი დარჯანიას რეპორტაჟში.