საქართველო-ჩეხეთის მატჩის მოლოდინში - ჯვაროსნები ისტორიის ახალი ფურცლის დასაწერად ემზადებიან

07.09.24 11:02
საქართველო-ჩეხეთის მატჩის მოლოდინში - ჯვაროსნები ისტორიის ახალი ფურცლის დასაწერად ემზადებიან

 

საქართველო-ჩეხეთის მატჩის მოლოდინში - ჯვაროსნები ისტორიის ახალი ფურცლის დასაწერად ემზადებიან. ერთა ლიგის პირველი მატჩი თბილისში, ზუსტად რვა საათზე დაიწყება. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დიდი სამზადისია. ის, ვინც მოედანზე ადგილის გამო მოხვედრა ვერ შეძლო, თამაშის ყურება დედაქალაში დამონტაჟებული გიგანტური მონიტორების დახმარებით შეეძლება. ადგილზე იქნება სხვადასხვა აქტოვობები, ასევე მოწყობილი იქნება კოკა-კოლას ფან-ზონა, რომელიც რესპუბლიკის მოედანზე 6 საათზე გაიხსნება. 

რაც შეეხება მატჩს, ეროვნული ნაკრები მოედანზე თითქმის იგივე შემადგენლობით გადის, როგორც ევროპის ჩემპიონატზე იყო.  

ვილი სანიოლმა უკვე დაანონსა, რომ ეს არ იქნება ამხანაგური თამაში, რადგან ჩვენი გუნდი უკვე B ლიგაშია და ყველა მეტოქე რეიტინგში ჩვენზე მაღლაა.