საქართველო-ჩეხეთის დაპირისპირებამდე გადამწყვეტი საათების ათვლა დაწყებულია - მოქალაქეები შეკრებას 18:00 საათიდან დაიწყებენ

07.09.24 15:41
საქართველო-ჩეხეთის დაპირისპირებამდე გადამწყვეტი საათების ათვლა დაწყებულია - მოქალაქეები შეკრებას 18:00 საათიდან დაიწყებენ

საქართველო-ჩეხეთის დაპირისპირებამდე გადამწყვეტი საათების ათვლა დაწყებულია - ფან შოპებთან უკვე გრძელი რიგები დგას. მიხეილ მესხის სტადიონზე მისვლა ყველას ქართული ფეხბურთის ვარსკვლავების სახელოვანი მაისურებით სურს. 

ადამიანები, რომლებმაც ბილეთების ყიდვა მოახერხეს, ზუსტად 19:00 საათზე ვაკის პარკთან შეიკრიბებიან და ლოკომოტივისკენ ერთიანი შემართებით გადაინაცვლებენ.

რაც შეეხებათ ბილეთების გარეშე დარჩენილ გულშემატკივრებს, ისინი რესპუბლიკის მოედანზე 18:00 საათზე შეიკრიბებიან და მნიშვნელოვან თამაშს დიდ ეკრანზე ერთად უყურებენ. 

ერთა ლიგის პირველი თამაშის წინ მოლოდინები პოზიტიურია, რადგან ეროვნულ ნაკრებს წინ პრინციპული დაპირისპირება ელოდება გუნდთან, რომელთანაც თამაში ევროპის ჩემპიონატზე ფრედ დაასრულეს. 

შემართებით ვართ, პირველად მივდივართ მე და ჩემი შვილი სტადიონზე და, რა თქმა უნდა, გამარჯვებისთვის მივდივართ. მგონია, რომ გუნდი ბევრად უფრო დახვეწილი იქნება, უკვე შეთამაშებულებიც არიან და ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლითაც მაღალი კლასის ფეხბურთი აჩვენეს. პირველი გოლის ავტორი ან მიქაუტაძე, ან კვარაცხელია იქნება, მაგრამ ვინ გაიტანს გოლს მნიშველოვანი არ არის. მთავარია, რომ ერთი გუნდის პრინციპით ითამაშონ და გუნდურად მოიგონ. სასურველია, რომ 3-0 მოვიგოთ, მაგრამ ვნახოთ, დანარჩენი გუნდს დავაკვირდეთ. რაც მთავარია, გამარჯვების გვჯერა", - ამბობს ქომაგი.

ცნობისთვის, ლოკომოტივის ტერიტორიასა და რესპუბლიკის მოედანზე "კოკა-კოლას" ფუდ კორტი მოეწყობა - "კოკა-კოლა" და "მთის წყალი" საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების სპონსორია.

მსგავსი სიახლეები