საქართველო-ჩეხეთის მატჩის მოლოდინში - რა ხდება მიხეილ მესხის სტადიონთან და რა პროგნოზი აქვთ გულშემატკივრებს

07.09.24 17:19
საქართველო-ჩეხეთის მატჩის მოლოდინში - რა ხდება მიხეილ მესხის სტადიონთან და რა პროგნოზი აქვთ გულშემატკივრებს

 

დიდი საფეხბურთო მღელვარება პიკს აღწევს - ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის პირველი თამაშისთვის ემზადება. ამ წუთებში ქართველი ქომაგები მიხეილ მესხის სახელობის სტადიონთან იკრიბებიან.

პრინციპულ მატჩამდე, დაახლოებით, 3 საათი რჩება, თუმცა ეროვნული ნაკრების სიმბოლიკით და დროშებით გულშემატკივრებმა ლოკომოტივის სტადიონზე მისვლა უკვე დაიწყეს. 

ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი მთავარი სპონსორი "კოკა-კოლა" და "მთის წყალია". მესხის სტადიონის შიდა ტერიტორიაზე გულანთებული გულშემატკივრებისთვის "კოკა-კოლას" ფუდ კორტიც არის მოწყობილი.

ისტორიულ მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე კი, ქომაგები "პირველებთან" საკუთარი განწყობის შესახებ საუბრობენ. მოქალაქეები დარწმუნებულები არიან, რომ საქართველო-ჩეხეთის ორთაბრძოლა ჩვენი ქვეყნის გამარჯვებით დასრულდება.

გულშემატკივრები პროგნოზირებენ, რომ მატჩი გიორგი მიქაუტაძის გოლით გაიხსნება, ხოლო მეორე ბურთს მეტოქის კარში ხვიჩა კვარაცხელია გაიტანს. 

გავიმარჯვებთ, დარწმუნებული ვარ. გასული მატჩები მაძლევს ასეთი ოპტიმიზმის საფუძველს. მგონია, რომ პირველ გოლს მიქაუტაძე გაიტანს, მეორე გოლს ხვიჩა კვარაცხელია და ანგარიში 2-1 დასრულდება ჩვენს სასარგებლოდ", - ამბობს გულშემატკივარი.

დღეს, საქართველო-ჩეხეთის მატჩი ზუსტად 20:00 საათზე დაიწყება. 

თამაშის დაწყებამდე, ქართველი ოლიმპილები და პარალიმპიელები მესხის სტადიონზე ქართველი გულშემატკივარის წინაშე წარსდგებიან. ღონისძიება 19:45 საათზე დაიწყება.