საქართველო-ჩეხეთის მატჩი დაიწყო - ქვეყანა ახალი საფეხბურთო დღესასწაულის მოლოდინში

07.09.24 19:59
საქართველო-ჩეხეთის მატჩი დაიწყო - ქვეყანა ახალი საფეხბურთო დღესასწაულის მოლოდინში

საქართველო-ჩეხეთის მატჩი დაიწყო - ამ წუთიდან ქართული ფეხბურთი ისტორიის ახალი ფურცლის წერას იწყებს.  მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი ქართველი ქომაგებით არის გადავსებული.

ქართული ფეხბურთის უკვე შემდგარი და ამომავალი ვარსკვლავებიც მოედანზე არიან. რკინის გუმბათად აღიარებულ კარის მცველს, გოლების მოყვარულ მიქატუტაძეს, დრიმბლინგების საუცხოოდ შემსრულებელ კვარაცხელიას და ქოჩორას ახლა დიდი ამოცანა აკისრიათ. ყველა ელოდება რომ ჩეხეთთის კარში მინიმუმ ერთი გოლი აუცილებლად გავა. ეროვნული ნაკრები ერთაა ლიგიის პირველ მატჩს განახლებული შემადგენლობით თამაშობს. შესაძლოაა დღეს ახალი ვარკვლავებიც დაიბადონ. სათადარიგო სკამზე ამ წუთებში ორი დებიუტანტი ფეხბურთელი ზის და მწვრთნელის მითითებებს ელოდებიან, შანს, რომ მოედანზე გავიდნენ, მეტოქეს ბურთი წაართვან და რთული თამაში უფრო დასამახსოვრებელი გახადონ.  რა თქმა უნდა,  ყველა ელოდება სახალხო ფეხბურთელად აღიარებული ბუდუს გამოჩენასაც. თავდამსხმელი ნომრით რვა,  ასევე სათადარიგო სკამზე ზის.  ახლა ყველა ახალ საფეხბურთო დღესასწაულს ელოდება

მეტოქე ძლიერი და  გაცილებით რეიტინგულია, თუმცა ამ საღამოს ბურთი ქართულ მოედანზეა. ერთა ლიგის პირველი თამაში რთული იქნება, თუმცა გულშემატკივრები საფეხბურთო ტრიბუნიდან მცდელობას არ დააკლებენ, რომ მოედანზე მოთამაშე ფეხბურთეელს ის სასწაული შეაძლებინოს, რომელიც ერთხელ უკვე მოხდა.