გიორგი მიქაუტაძემ ევრო 2024-ის ბომბარდირობის კუთვნილი ჯილდო ჩაიბარა

07.09.24 21:00
გიორგი მიქაუტაძემ ევრო 2024-ის ბომბარდირობის კუთვნილი ჯილდო ჩაიბარა

 

 

 

გიორგი მიქაუტაძემ ევრო 2024-ის ბომბარდირობის კუთვნილი ჯილდო ჩაიბარა - ფეხბურთელს ჯილდო საქართველო-ჩეხეთის ნაკრების დაწყებამდე გადასცეს. 

მიქაუტაძის გარდა, ევრო 2024-ის ბომბარდირები გახდნენ ივან შრანცი (სლოვაკეთი), კოდი გაკპო (ნიდერლანდები), დანი ოლმო (ესპანეთი), ჯამალ მუსიალა (გერმანია) და ჰარი კეინი (ინგლისი).

აღსანიშნავია, რომ ჩამოთვლილთაგან ევრო 2024-ზე ყველა ცოტა, 4-4 მატჩი მიქაუტაძემ და შრანცმა ჩაატარეს.

საქართველო-ჩეხეთის მატჩამდე გულშემატკივარს მედლები წარუდგინეს პარიზის ოლიმპიადის მედალოსნებმა, მათ შორის, პარალიმპიკელებმა. ოლიმპიელებს სიმბოლურად საქართველოს ნაკრების მაისურები ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა გადასცა.