გიორგი ჩაკვეტაძემ გოლი გაიტანა - საქართველოს ნაკრები 2-0 იგებს
საქართველოს ნაკრები ანგარიშით 2-0 იგებს. მეორე გამარჯვების გოლის ავტორი გიორგი ჩაკვეტაძეა.
მან ეროვნული ნაკრები 52 წუთზე დააწინაურა.
პირველი გოლი 33-ე წუთზე გუნდს ხვიჩა კვარაცხელიამ 11 მეტრიანის გატანით მოუტანა.
ცნობისთვის, მატჩი თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე იმართება.
ამასთან, რესპუბლიკის მოედანზე მოწყობილია შესაბამისი სივრცე, სადაც დიდ ეკრანზე მატჩის ყურებაა შესაძლებელი.