ისტორიული გამარჯვება - ხვიჩა კვარაცხელიას პირველი კომენტარი

07.09.24 23:05
ისტორიული გამარჯვება - ხვიჩა კვარაცხელიას პირველი კომენტარი

ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ნაკრების წევრი ხვიჩა კვარაცხელია ერთა ლიგის პირველ ტურში საქართველოს ნაკრების გამარჯვების შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს. 

მისი თქმით, ეროვნულმა ნაკრებმა მნიშვნელოვანი თამაში მოიგო: 

მნიშვნელოვანი თამაში მოვიგეთ, რადგან B ჯგუფში არც ერთი გუნდი ხელწამოსაკრავი არ არის. ჩეხეთის ნაკრებთან 4:1-ის მოგება ძალიან დადებითო მოვლენაა. რაც დღეს ბიჭებმა აჩვენეს, ერთ-ერთი საუკეთესო პერფორმანსი იყო"- განაცხადა მან. 

კვარაცხელიამ ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ტაქტიკაზეც ისაუბრა და თქვა, რომ ვილი სანიოლმა გუნდს მისცა ისეთი დავალებები, რომელმაც საბოლოო ჯამში, თამაშის ბედი გადაწყვირტა. 

პირველი გოლის ავტორმა კოლეგა, გიორგი ჩაკვეტაძე შეაქო და თქვა, რომ "დღევანდელ მატჩში ჩაკვე საუკეთესო იყო". 

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ჩეხეთი 4:1 დაამარცხა. 

მსგავსი სიახლეები