გურამ კაშია: ეს იყო განაცხადი - დღეს თითქმის ყველა მომენტი გამოვიყენეთ

07.09.24 23:09
გურამ კაშია: ეს იყო განაცხადი - დღეს თითქმის ყველა მომენტი გამოვიყენეთ

დღეს თითქმის ყველა მომენტი გამოვიყენეთ - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების კაპიტანმა, გურამ კაშიამ ჩეხეთის გუნდის დამარცხების შემდეგ განაცხადა. 

მისი თქმით, ამ ჯგუფში ეს იყო განაცხადი: 

დღეს ფეხბურთელები დავინახე, რომელიც არიან უკვე ჩამოყალიბებული ფეხბურთელები და მიხარია, რომ ასეთი ახალგაზრდები გვყავს. სიახლეებს რაც შეეხება, დღევანდელ თამაშში კონტრშეტევებში ძალიან მაგრად ვიყავით და ძალიან სწრაფი ფეხბურთელები გვყავს. მწვრთნელმაც ძალიან კარგად და სწორად მოარგო დღევანდელი სისტემა. მარტო გაკვირვებული ვარ ამ ანგარიშით. ამ ჯგუფში ეს იყო განაცხადი - ანგარიშში ძალიან დიდი სხვაობა იყო, მაგრამ თვითონ თამაშზე ვაჯობეთ. იმხელა კლასი გვაქვს წინ, რომ დღეს თითქმის ყველა მომენტი გამოვიყენეთ"- თქვა მან.