საუკეთესო თამაში იყო, იგრძნობოდა გუნდური სულისკვეთება, თამაშის კარგი ორგანიზება და ამბიციურობა - ვილი სანიოლი
"მთლიანობაში გუნდმა იდეალური თამაში აჩვენა" - ამის შესახებ ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელმა, ვილი სანიოლიმ ჩეხეთის გუნდის დამარცხების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, საუკეთესო თამაში იყო, იგრძნობოდა გუნდური სულისკვეთება, თამაშის კარგი ორგანიზება და ამბიციურობა:
"პირველი და ბოლო 10 წუთის გარდა ძალიან კარგი ფეხბურთი ვითამაშეთ. ბოლო სამი წლის განმავლობაში ერთ-ერთი საუკეთესო თამაში იყო, სადაც იგრძნობოდა გუნდური სულისკვეთება, თამაშის კარგი ორგანიზება და ამბიციურობა.
ვულოცავ მოთამაშეებს, რადგან დღეს ძალიან კარგად იასპარეზეს. შესვენების დროს აქცენტი გავაკეთეთ რამდენიმე დეტალზე, რაც მეორე ტაიმში იყო გამოსასწორებელი. ფეხბურთელებმა ეს შესანიშნავად გააკეთეს.
დღეს ძალიან ბედნიერი მწვრთნელი ვარ. ახლა ალბანეთში მივემგზავრებით. პირველ ყოვლისა ძალები უნდა აღვიდგინოთ, რადგან დღეს დიდი ძალები დავხარჯეთ, რის შემდეგაც ყურადღებას გავამახვილებთ ალბანეთთან მატჩზე".. "- თქვა ვილი სანიოლმა.