სპეციალურად გურჯაანიდან ჩამოვედი - "ქოჩორას" ბებიის პირველი ემოციები ისტორიული გამარჯვების შემდეგ
ქართველი ფეხბურთელების გამარჯვებამ მთელი ქვეყანა კიდევ ერთხელ გააერთიანა. პრინციპული გამარჯვების მოპოვების შემდეგ ხალხი მთელი ღამე ქუჩებში ზეიმობდა. ისმოდა საყვირების და გამარჯვების ჰიმნად ქცეული სიმღერების ხმები. სახალხო ზეიმს შეუერთდნენ გამარჯვების ერთ-ერთი გოლის ავტორის, გიორგი ქოჩორაშვილის ოჯახის წევრებიც.
"პირველებმა" "ქოჩორას" ბებია ჩაწერა, რომელიც მატჩის საყურებლად და შვილიშვილის საგულშემატკივროდ თბილისში, სპეციალურად გურჯაანიდან ჩამოვიდა.
გიო ქოჩორაშვილი არის ჩემი სიამაყე - უსაყვარლესი შვილიშვილი. აბა, როგორ გითხრა, მეამაყება. გურჯაანიდან ჩამოვედი სპეციალურად თამაშზე. გოლის მერე რა დამემართა, არ ვიცი, ცუდად გავხდი. აი, ეს არის ქოჩორაშვილი!",- ამბობს ქოჩორაშვილის ბებია.
ჩეხეთის ნაკრების გამანადგურებელი ანგარიშით დამარცხებაზე და მოსალოდნელ შედეგებზე ისაუბრა გიორგი ქოჩორაშვილის მამამ.
როინ ქოჩორაშვილი საქართველოს ისტორიულ გამარჯვებას ულოცავს.
ბიჭებმა ითამაშეს კარგად, ჩეხებს არ გაუმართლათ. დღეს, ჩეხებმა მიიღეს პასუხი 4-1... შეუძლია საქართველოს ნაკრებს, რომ მოუგოს ჩეხეთის ნაკრებს და ეჭვი არ მეპარება, რომ ძალიან ბევრ ნაკრებს მოუგებენ მომავალში. ყველას მინდა მივულოცო, მთელ სამწვრთნელო შტაბს და მთელ საქართველოს.
ჩეხები შეეგუებიან, რომ წაგება მოსალოდნელია და უფრო თავდაჯერებულები წააგებენ“- ამბობს როინ ქოჩორაშვილი.
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ჩეხეთი 4:1 დაამარცხა. 65 წუთზე გატანილი გოლის ავტორი კი გიორგი ქოჩორაშვილია.