დიდი ფეხბურთი საქართველოში - ქვეყანაში ზეიმია

08.09.24 20:32
დიდი ფეხბურთი საქართველოში - ქვეყანაში ზეიმია

 

 

ისეთი კონტრშეტევა მოგვიწყვეს, რომ განცდა მქონდა სკოლის მოსწავლეები ვიყავით!  -  ასე შეაფასა ჩეხეთის ნაკრების კაპიტანმა ქართველ  ფეხბურთელებთან მესხის სტადიონზე ჩატარებული  თამაში, რომელიც გამანადგურებელი ანგარიშით ოთხით ერთი დასრულდა.

 საქართველოს ნაკრებს ამ დონის შეხვედრა ჯერ არ ჩაუტარებია.  90-ი წუთი ჩვენი გუნდი დომინანტი იყო. 13 დარტყმა მეტოქის კარისკენ და ოთხი გოლად გარდაქმნილი.

  ანგარიში კვარაცხელიამ გაახსნა და ქოჩორაშვილმა დაასრულა. გიორგი ჩაკვეტაძის საგოლე გადაცემამ კი სოციალური ქსელები ააფეთქა. ჩაკვეტაძის დარტყმა ფეხბურთის გულშემატკივრებს დავით ყიფიანის ცნობილი პასი გამახსენა.

დიდი ფეხბურთი საქართველოში - გუგა არჩვაძე ყველა დეტალით

მსგავსი სიახლეები