საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ალბანეთთან მატჩისთვის ცნობილია

10.09.24 21:53
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ალბანეთთან მატჩისთვის ცნობილია

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ალბანეთის წინააღმდეგ ერთა ლიგის B დივიზიონის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩისთვის ძირითადი შემადგენლობა დაასახელა.

შემადგენლობა ასე გამოიყურება: მამარდაშვილი, კაკაბაძე, გველესიანი, კაშია (კაპიტანი), დვალი,ლოჩოშვილი, კიტეიშვილი, ქოჩორაშვილი, ჩაკვეტაძე, კვარაცხელია, მიქაუტაძე.

შეგახსენებთ, რომ პირველ ტურში საქართველომ საკუთარ მოედანზე ჩეხეთის ნაკრები 4:1 დაამარცხა და ჯგუფის ლიდერია.

მსგავსი სიახლეები