კიდევ ერთი გამარჯვება- საქართველოს ნაკრებმა ალბანეთს საკუთარ მოედანზე მოუგო

11.09.24 00:39
კიდევ ერთი გამარჯვება- საქართველოს ნაკრებმა ალბანეთს საკუთარ მოედანზე მოუგო

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების კიდევ ერთი გამარჯვება -  ერთა ლიგის 2024-25 წლების გათამაშებაში ჯვაროსნებმა ალბანეთი 1-0 დაამარცხეს.

71-ე წუთზე, საქართველოს ნაკრების ცენტრალური ნახევარმცველის, გიორგი ქოჩორაშვილის მიერ გატანილი გოლით ჩვენ გუნდმა ალბანეთს სძლია და  6 ქულით, ჯგუფში პირველობა შეინარჩუნა.

რაც შეეხება ამავე ჯგუფის მეორე მატჩს - პრაღაში მიმდინარე შეხვედრაში ჩეხეთმა უკრაინას 3-2 მოუგო.

11 ოქქტომბერს ჩვენი ეროვნული გუნდი უკრაინას პოლონეთში შეხვდება, ხოლო 14 ოქტომბერს ალბანეთს სახლში  უმასპინძლებს.