არასდროს არ უნდა დანებდე - ქოჩორას პირველი კომენტარი

არასდროს არ უნდა დანებდე, ყოველთვის შენი თავის უნდა დაიჯერო, იშრომო შენი მიზნებისთვის და აუცილებლად აგიხდება - ამის შესახებ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა, გიორგი ქოჩორაშვილმა ტირანაში ალბანეთის ნაკრებთან მოგებული შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ კომენტარში ისაუბრა.
მისი თქმით, ის და მისი გუნდი გაჩერებას არ აპირებენ.
დიდი მადლობა პირველ რიგში იმ ხალხს, ვინც დღეს საგულშემატკივროდ მოვიდა, მადლობა მათ, ვინც ტელევიზორიდან გვიყურებდა. ჩვენ ეს შევძელით დღეს, მაგრამ არ ვჩერდებით. ვიცით რომ ერთ თვეში უკან მოგვიწევს დაბრუნება და უფრო მაღალ დონეზე უნდა შევძლოთ უკრაინასთან თამაში...
ალბათ, ბავშვობაში რომ ეთქვათ, ეროვნულ ნაკრებში გოლებს გაიტანო, ვერ დავიჯერებდი პოზიციიდან გამომდინარე.
არასდროს არ უნდა დანებდე, ყოველთვის შენი თავის უნდა დაიჯერო, იშრომო შენი მიზნებისთვის და აუცილებლად აგიხდება.
მადლობა ღმერთს, რომ დღევანდელი დღე დადგა და ვიცი, ამაზე არ გავჩერდები არც მე, და არც ჩემი გუნდელები...ჩემთვის ეს კაპიტან ამერიკაა. როგორც იცით, მისი ბავშვობის ისტორია ძალიან ცუდი იყო, მაგრამ ის შეუპოვრობა ჰქონდა, რომელიც მეც გამაჩნია, ასე ვფიქრობ. ბავშვობაში ყველა მეუბნებოდა, რომ სუსტი ვიყავი, არ ვიქნებოდი მზად არც დიდი ევროპული ფეხბურთისთვის, მაგრამ ვფიქრობ რომ პირველ რიგში ჩემს თავს დავუმტკიცე, რომ შემიძლია ამ დონეზე თამაში და შემდეგ ყველას დავუმტკიცე რომ შეუპოვარი ვარ, ძლიერი ვარ და გავაგრძელებ წინ სვლა."- თქვა ქოჩორამ.
საქართველოს საფეხბურთო ნაკრების კიდევ ერთი გამარჯვება - ერთა ლიგის 2024-25 წლების გათამაშებაში ჯვაროსნებმა ალბანეთი 1-0 დაამარცხეს.
71-ე წუთზე, საქართველოს ნაკრების ცენტრალური ნახევარმცველის, გიორგი ქოჩორაშვილის მიერ გატანილი გოლით ჩვენ გუნდმა ალბანეთს სძლია და 6 ქულით, ჯგუფში პირველობა შეინარჩუნა.