სილვინიო საქართველოსთან მატჩზე: ქართველები ისე კარგად მოქმედებდნენ, შეტევა გაგვიჭირდა

11.09.24 02:16
სილვინიო საქართველოსთან მატჩზე: ქართველები ისე კარგად მოქმედებდნენ, შეტევა გაგვიჭირდა

საქართველოს ნაკრები და მათი მწვრთნელი ქებას იმსახურებენ - ამის შესახებ ალბანეთის ნაკრების მწვრთნელმა ისაუბრა.

სილვინიოს თქმით,  ფრე სამართლიანი შედეგი იქნებოდა, თუმცა გოლმა ყველაფერი არია.

ქართველებთან კი ფიზიკურად ურთულესი შეხვედრა გამოდგა... დღეს შეგვიძლია ვთქვათ, ქართველები ისე კარგად მოქმედებდნენ, შეტევა გაგვიჭირდა.

საქართველომ ჩეხეთს 4:1 მოუგო, ევრო 2024-ზე ესპანეთთან გამოვარდა, პორტუგალია კი დაამარცხა. მათ ძლიერი ნახევარმცველები ჰყავთ.

დღეს წავაგეთ, მაგრამ ყველაფერი წინაა. ოქტომბერში ყველაფერი შეიძლება შევცვალოთ. ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ, რათა პირველობის შანსი შევინარჩუნოთ“, – განაცხადა სილვინიომ.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების კიდევ ერთი გამარჯვება -  ერთა ლიგის 2024-25 წლების გათამაშებაში ჯვაროსნებმა ალბანეთი 1-0 დაამარცხეს.

71-ე წუთზე, საქართველოს ნაკრების ცენტრალური ნახევარმცველის, გიორგი ქოჩორაშვილის მიერ გატანილი გოლით ჩვენ გუნდმა ალბანეთს სძლია და  6 ქულით, ჯგუფში პირველობა შეინარჩუნა.