ყველას ვანახეთ, რომ ყველაფერი შესაძლებელია - ხვიჩა კვარაცხელიას პირველი კომენტარი

11.09.24 12:05
ყველას ვანახეთ, რომ ყველაფერი შესაძლებელია - ხვიჩა კვარაცხელიას პირველი კომენტარი

ალბანეთთან მოგებული პრინციპული მატჩის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელია პირველ კომენტარს აკეთებს - საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრების წევრი ტირანაში ჩატარებულ თამაშს აფასებს და აცხადებს, რომ ქართველმა სპორტსმენებმა მთელ მსოფლიოს დაანახა, რომ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ყველაფერი შეუძლია. 

ხვიჩა კვარაცხელიამ იმედი გამოთქვა, რომ თავდაუზოგავი შრომის გათვალისწინებით, ნაკრები საკუთარ მიზანს მიაღწევს.

ყველას ვანახეთ, რომ ყველაფერი შესაძლებელია ევროპის ჩემპიონატზეც და დღეს დღესდღეობითაც თქვენ ხედავთ ორი ძირითადი დავამარცხეთ ორ თამაშში და ვფიქრობ ეროვნულ ნაკრებს ყველაფრის შესაძლებლობა აქვს და იმედია, რომ იმ მიზნებს მივაღწევთ, რაც ესე გაგვაჩნია'',- განაცხადა ხვიჩა კვარაცხელიამ. 

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების კიდევ ერთი გამარჯვება -  ერთა ლიგის 2024-25 წლების გათამაშებაში ჯვაროსნებმა ალბანეთი 1-0 დაამარცხეს.

71-ე წუთზე, საქართველოს ნაკრების ცენტრალური ნახევარმცველის, გიორგი ქოჩორაშვილის მიერ გატანილი გოლით ჩვენ გუნდმა ალბანეთს სძლია და  6 ქულით, ჯგუფში პირველობა შეინარჩუნა.

მსგავსი სიახლეები