კარგ ფორმაში ვართ - გურამ კაშია

11.09.24 12:08
კარგ ფორმაში ვართ  - გურამ კაშია

"გუნდი კარგ ფორმაშია" - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, გურამ კაშიამ ტირანაში ალბანეთის ნაკრებთან მოგებული შეხვედრის შემდეგ გააკეთა. 

მისი შეფასებით, Air Albania-ს სტადიონზე მძიმე თამაში შედგა

მძიმე თამაში იყო, ფიზიკურად ძალიან დიდი ჯანი წაიღო, ვფიქრობ, კარგი  გუნდი ვართ და მართლა კარგ ფორმაში ვართ. რაღაც წარმატების შემდეგ, კიდევ განვაგრძობთ ამ წარმატებას და ძალიან მაგარია, რომ ესეთ გუნდად ჩამოვყალიბდით'',- განაცხადა გურამ კაშიამ.  

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების კიდევ ერთი გამარჯვება -  ერთა ლიგის 2024-25 წლების გათამაშებაში ჯვაროსნებმა ალბანეთი 1-0 დაამარცხეს.

71-ე წუთზე, საქართველოს ნაკრების ცენტრალური ნახევარმცველის, გიორგი ქოჩორაშვილის მიერ გატანილი გოლით ჩვენ გუნდმა ალბანეთს სძლია და  6 ქულით, ჯგუფში პირველობა შეინარჩუნა.

მსგავსი სიახლეები