გიორგი ქოჩორაშვილი: ეს არ იყო მხოლოდ გამარჯვება, ეს იყო ნაბიჯი ჩვენი მისიისკენ

11.09.24 15:03
გიორგი ქოჩორაშვილი: ეს არ იყო მხოლოდ გამარჯვება, ეს იყო ნაბიჯი ჩვენი მისიისკენ

"ეს არ იყო მხოლოდ გამარჯვება, ეს იყო ნაბიჯი ჩვენი მისიისკენ" - ასე აფასებს საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრების წევრი, გიორგი ქოჩორაშვილი ტირანაში, ალბანეთის წინააღმდეგ ჩატარებულ მატჩს.

გიორგი ქოჩორაშვილი სოციალურ ქსელ Instagram-ზე წერს, რომ საქართველოს ნაკრები გამარჯვების რწმენით წინსვლას აგრძელებს და ქართველი გულშემატკივრებისთვის სიხარულის მოტანის მოტივაციით იბრძვის.

ეს არ იყო მხოლოდ გამარჯვება, ეს იყო ნაბიჯი ჩვენი მისიისკენ.

როგორც გუნდი, ჩვენ მზად ვართ მაქსიმუმი გავიღოთ, რათა ვიყოთ მაგალითი მათთვის, ვინც გვიჭერს მხარს, რადგან ვიცით, რომ ნამდვილი ძალა არ არის იმაში, რასაც მარტო ვაკეთებთ, არამედ, მაშინ ვართ ძლიერები, როცა ერთად ყოფნით რაღაც დიდს ვაღწევთ.

სიმამაცე, დისციპლინა და პატივისცემა თამაშისადმი ჩვენი ფარია. ჩვენ ვაგრძელებთ სვლას, იმ რწმენით, რომ არასდროს დავნებდებით, სანამ არსებობს ვიღაც, ვისთვისაც ბრძოლა ღირს და ეს ვიღაც მსოფლიოში საუკეთესო, ქართველი გულშემატკივარია და ჩვენ არასდროს დავნებდებით!" - წერს ქოჩორაშვილი.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების კიდევ ერთი გამარჯვება -  ერთა ლიგის 2024-25 წლების გათამაშებაში ჯვაროსნებმა ალბანეთი 1-0 დაამარცხეს.

71-ე წუთზე, საქართველოს ნაკრების ცენტრალური ნახევარმცველის, გიორგი ქოჩორაშვილის მიერ გატანილი გოლით ჩვენ გუნდმა ალბანეთს სძლია და  6 ქულით, ჯგუფში პირველობა შეინარჩუნა.