ერთად ძლიერები ვართ და ჩვენი ქვეყანა კიდევ უამრავ გამარჯვებას იმსახურებს - ხვიჩა კვარაცხელია მიმართვას ავრცელებს

13.09.24 10:30
ერთად ძლიერები ვართ და ჩვენი ქვეყანა კიდევ უამრავ გამარჯვებას იმსახურებს - ხვიჩა კვარაცხელია მიმართვას ავრცელებს

ხვიჩა კვარაცხელია ფეხბურთის ქართველ ქომაგებს მადლობას უხდის. ქართული ფეხბურთის ვარსკვლავი განსაკუთრებით მადლიერია იმ მხარდაჭერით, რომელსაც ეროვნული ნაკრების მიმართ, გულშემატკივრები გამოხატავენ. 

კვარაცხელიამ შეაჯამა ერთა ლიგისს ორი მოგებული მატჩი. ქართველი შემტევი ნახევარმცველი, რომელმაც ჩეხეთის კარში თამაშის პირველი გოლი გაიტანა, დარწმუნებულია, რომ ნაკრები საუცხოო ფორმაშია და წინ კიდევ უფრო მეტი გამარჯვება გველოდება.

„სანაკრებო მატჩები დასრულდა, ორივე შეხვედრა მოვიგეთ, ვაჩვენეთ რომ საოცარი ევროპის ჩემპიონატის შემდეგ კვლავ ვაგრძელებთ წინსვლას და პროგრესს, რადგან წინ ახალი გამოწვევებია.

მინდა მადლობა ვუთხრა თითოეულ გულშემატკივარს, სპორტული შედეგების გარდა უზომოდ მახარებს თქვენი ბედნიერი და გახარებული სახეების ნახვა, ერთად ძლიერები ვართ და ჩვენი ქვეყანა იმსახურებს კიდევ უამრავ გამარჯვებას და სიხარულს. შევხვდებით ოქტომბერში“, - წერს ფეხბურთელი.