ბუდუ ზივზივაძე მეორე ბუნდესლიგის ბომბარდირთა დავაში ლიდერობს

ბუდუ ზივზივაძე მეორე ბუნდესლიგის ბომბარდირთა 6 გოლით დავაში ლიდერობს. ქართული ფეხბურთის ვარსკვლავმა საკუთარ გუნდს გერმანიაში ახალი გამარჯვება მოუტანა. ბუდუს ანგარიშზე კიდევ ორი გოლია. ზივზივაძემ კიდევ ერთი დუბლი შეასრულა და „შალკეს" კარი ორჯერ აიღო. ბუდუს თამაში ფეხბურთის ანალიტიკოსებმა უკვეე შეაფასეს, როგორც მის კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო. ბუდუ შეუჩერებელია - წერს მედია ეროვნული ნაკრების ფეხბურთელზე. ამ მომენტისთვის, გერმანული კარლსრუე 13 ქულით ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერია.