"გასაოცარი იყო, ჩემს თავზე კონტროლი დავკარგე" - დვალიშვილის პირველი ემოციები გამარჯვების შემდეგ

ჩემი ქვეყნისთვის ვიბრძვი და მზად ვარ, მოვკვდე ჩემი ქვეყნისთვის - შონ ომალისთან მოგებული საჩემპიონო ბრძოლის შემდეგ UFC-ის მებრძოლმა პრესკონფერენცია გამართა. მერაბ დვალიშვილმა ბრძოლის დეტალებზე და საკუთარ ემოციებზე ვრცლად ისაუბრა. მისი თქმით, პირველ ათ წამში მსაჯს ბრძოლა გააჩერებინა, რადგან შონ ომალი მას შეურაცხყოფას აყენებდა, რაც დაუშვებელია.
ადგილი ჰქონდა მეორე ინციდენტსაც, როდესაც მოწინააღმდეგემ მას ზურგიდან ჩაარტყა.
პირველი ემოციები გასაოცარი იყო, ჩემს თავზე კონტროლი დავკარგე. როდესაც ქამარი გამიკეთეს, საოცარი შეგრძნება დამეუფლა. ახლა ვიაზრებ ამ ყველაფერს და დიდებულია. მე დავამარცხე სამი ყოფილი ჩემპიონი. ჩვეულებრივი დღე იყო, უბრალოდ დღეს გამარჯვებისთვის ქამარიც მომცემს. ეს ენემეია და ყველაფრისთვის ზმად უნდა იყო, მაგრამ როდესაც ვნახე მისი ძალა და შესაძლებლობები, ის ელოდებოდა ჩემს შეცდომას, ისევე, როგორც ალჯოს შემთხვევაში ქნა, თუმცა მე კარგად ვიცოდი, რაც უნდა გამეკეთებინა, ბრძოლის გაგრძელება იმიტომ ვითხოვე, რომ ომალი ჩემს მიმართ უპატივცემულობას გამოხატავდა და ცდილობდა, წყობილებიდან გამოვეყვანე. თუ ამას რომელიმე სხვა სპორტშ გააკეტებ, შენ დისკვალიფიკაციას მიიღებ, ამიტომაც ვუთხარი მსჯას, რომ ბრძოლა გაეჩერებინა და ომალის კუთხე დაეწყნარებინა. მე მისი კისერი მეჭრია, 10 წამი იყო დარჩენილი, ვიცოდი, რომ ის მოითმენდა, ამიტომ მინდოდა, გავხუმრებოდი და მხარზე ვაკოცე. ეს იმის ნიშანიც იყო, რომ მე ვაკონტროლებდი სიტუაციას. ხელი გავუშვი და წამომეწია და უკნნიდან ჩამარტყა. მე ქართველი ვარ, საქართველომ მომცა ყველანაირი ძალა. ჩემი ქვეყნისთვის ვიბრძი და მზად ვარ, მოვკვდე ჩემი ქვეყნისთვის. ბედნიერი ვარ, დღეს ყველა ზეიმობს საქართველოში. ასე გავაგრძელებ, რომ ვასახელო ჩემი ქვეყანა რა თქმა უნდა, წავალ აბუ დაბიში და მხარს დავუჭერ ილია თოფურიას, - განცხადა მერაბ დვალიშვილმა.
მერაბ დვალიშვილმა იუეფს-ის ქამარი ამერიკელ სპორტსმენს ლას ვეგასის არენაზე წაართვა. ილია თოფურიას შემდეგ მერაბ დვალიშვილი მეორე ქართველია, ვინც იუეფს-ის ქამარი მოირგო.