დიდი გამარჯვება - მერაბ დვალიშვილმა UFC-ის საჩემპიონო ქამარი მოიპოვა

15.09.24 20:39
დიდი გამარჯვება - მერაბ დვალიშვილმა UFC-ის საჩემპიონო ქამარი მოიპოვა

 

 

 

მერაბ დვალიშვილის დიდი გამარჯვება - 12 წლიანი მოლოდინი დასრულებულია. ქართველმა სპორტსმენმა ოცნება აისრულა და ჩემპიონი  გახდა. დვალიშვილი თოფურიას შემდეგ მეორე ქართველია, ვინც UFC-ის ქამარი მოირგო. მერაბ დვალიშვილმა ორთაბრძოლის ყველა რაუნდი აბსოლუტური უპირატესობით ჩაატარა და ჩემპიონობა ამერიკელ  შონ ომალს ლას ვეგასის არენაზე ჩამოართვა.

განსაკუთრებით ემოციური იყო მომენტი, როცა შონ ომალის ქამარი დვალიშვილს გაუკეთეს, სპორტსმენი ამ დროს მოედანზე მუხლებზე დაეშვა და  ფაფახით გამარჯვებას ზეიმობდა. 

ვრცლად ნახეთ საბა სიჭინავას რეპორტაჟში.