საქართველოსა და უკრაინის საფეხბურთო ნაკრებების მატჩი პოზნანში გაიმართება - როდიდან შეძლებთ ბილეთების ყიდვას?
უეფას ერთა ლიგის 2024-2025 წლის სეზონის მესამე შეხვედრას საქართველოს ნაკრები უკრაინის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი პოლონეთში, ქალაქ პოზნანში გაიმართება. შეხვედრა 11 ოქტომბერს შედგება.
ეროვნული ნაკრების ინფორმაციით, საქართველოს გულშემატკივრისათვის განკუთვნილი ბილეთების გაყიდვა 18 სექტემბერს, 12:00 საათზე TKT.GE-ს საშუალებით დაიწყება.
ბილეთის ფასი 32 ლარი (45 პოლონური ზლოტი) იქნება. თითოეულ მომხმარებელს მატჩზე დასასწრები მაქსიმუმ ორი ბილეთის შეძენა შეუძლია.