თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გულშემატკივრები UFC-ის ჩემპიონს, მერაბ დვალიშვილის ხვდებიან

ყურადღების ცენტრში ამ წუთებში თბილისის საერთაშორისო აეროპორტია, სადაც ცოტა ხნის წინ მერაბ დვალიშვილი ჩამოფრინდა. UFC-ის ჩემპიონი სამშობლოში საჩემპიონო ქამრით დაბრუნდა. მის გამოჩენას ადგილზე გულშემატკივრები ელოდებიან. მოქალაქეები იქ ფაფახებით და საქართველოს დროშებით არიან მისულები.
პატივისცემა მინდა გამოვხატო მერაბ დვალიშვილის მიმართ, იმიტომ, რომ მერაბი არის ადამიანი, რომელიც არის მაგალითი ყველასთვის თუ როგორ არ უნდა დანებდე და როგორ უნდა ვიბრძოლოთ და ვიმუშაოთ ჩვენი ოცნებებისთვის და ეს ბრძოლა ყოველთვის გამოიღებს შედეგს. ვუყურებდი მერაბის ბრძოლას და ძალიან დიდი სიხარული დამეუფლა, როცა მერაბს ქამარი შემოარტყეს და ამაყი ვიყავი, რომ ვარ ქართველი, - ამბობს გულშემატკივარი.
დვალიშვილის დასახვედრად თბილისში ჩამოვიდნენ რეგიონებიდანაც.
პირდაპირ ეთერში ვუყურებდი და ძალიან გაგვიხარდა, მთელ საქართველოს გაგვიხარდა, რა თქმა უნდა და იმ წუთში გადავწყვიტე, რომ ქიზიყიდან ჩამოსვულიყავი სპეციალურად და ჩვენს ჩემპიონს დავხვედროდი ასე ლამაზად, ქართულად, როგორც ის წარმოაჩენს ჩვენს ქვეყანას, - ამბობს მოქალაქე.
ლას ვეგასის არენაზე მიღწეულ წარმატებას UFC-ის მებრძოლი ქართველ გულშემატკივრებთან ერთად აღნიშნავს. ზუსტად 18:00 საათზე დვალიშვილი ფილარმონიასთან მივა. სიმბოლურად იმ ადგილას, სადაც მისმა ქართველმა მხარდამჭერებმა შონ ომალისთან მოგებული ორთაბრძოლა იზეიმეს.
თბილისის შემდეგ მერაბ დვალიშვილი საჩემპიონო ქამრით საქართველოს რეგიონებს ესტუმრება.