არსად იგრძნობა გამარჯვება ისე, როგორ სამშობლოში! - მერაბ დვალიშვილი გულშემატკივრებს შეხვდა
მერაბ დვალიშვილი გულემატკვრებს შეხვდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შეკრებილები UFC-ის ჩემპიონს სასიხარულო შეძახილებით შეხვდნენ. ისმოდა მადლობებიც.
ამ გრძნობას არაფერი შეედრება, მთელი ცხოვრება ამაზე ვოცნებობდი და ეს ჩემია და მინდა, ქართველებთან ერთად აღვნიშნო ეს გამარჯვება. არსად არ იგრძნობა გამარჯვება ისე, როგორ სამშობლოში!, - თქვა დვალიშვილმა ხალხში გამოსვლისას.
ლას ვეგასის არენაზე მიღწეულ წარმატებას UFC-ის მებრძოლი ქართველ გულშემატკივრებთან ერთად აღნიშნავს. ზუსტად 18:00 საათზე დვალიშვილი ფილარმონიასთან მივა. სიმბოლურად იმ ადგილას, სადაც მისმა ქართველმა მხარდამჭერებმა შონ ომალისთან მოგებული ორთაბრძოლა იზეიმეს.
თბილისის შემდეგ მერაბ დვალიშვილი საჩემპიონო ქამრით საქართველოს რეგიონებს ესტუმრება.