ქართველი პარალიმპიელი სასტუმროს დაცვას თავს დაესხა - რა მოხდა ტოკიოში

16.08.21 15:09
ქართველი პარალიმპიელი სასტუმროს დაცვას თავს დაესხა - რა მოხდა ტოკიოში

ტოკიოში ქართველი პარალიმპიელი დააკავეს - ადგილობრივი მედიის ცნობით, სპორტსმენი თავს სასტუმროს დაცვის თანამშრომელს დაესხა.

კერძოდ, ძიუდოსიტი 60 წლის უსაფრთხოების თანამშრომელს ფიზიკურად გაუსწორდა, რის შემდეგაც დაცვამ ნეკნი მოიტეხა.

ირკვევა, რომ ძიუდოისტთა გუნდი კარანტინში მას შემდეგ გადაიყვენეს, რაც გუნდის ერთ-ერთ წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა. 

ადგილობრივი მედიის ცნობით, დაცვის თანამშრომელმა დერეფანში მყოფი ქართველი სპორტსმენებს ალკოჰოლის მიღების გამო შენიშვნა მისცა, რასაც დაპირიპირება მოჰყვა.

სპორტსმენი ოლიმპიური თამაშებიდან მოიხსნება და მას სამშობლოში დააბრუნებენ.

 

მსგავსი სიახლეები