ერთი დღე საქართველო ალბანეთის მატჩამდე - რა თქვა ვილი სანიოლმა პრესკონფერენციაზე
ერთი დღე საქართველო - ალბანეთის საფეხბურთო დაპირისპირებამდე - ეროვნული ნაკრები ახლა ბაზაზეა და თამაშისთვის ემზადება. ცოტა ხნის წინ გაირკვა, რომ ხვალ მესხის სტადიონზე ალბანელების წინააღმდეგ ითამაშებს ოთარ კიტეიშვილი. აღდგენითმა პროცესმა კარგად ჩაიარა, ფეხბურთელი ჯანმრთელადაა და სათამაშოდ მზადაა. ეს ინფორმაცია მედიას ვილი სანიოლმა მიაწოდა. ნაკრების მწვრთნელმა ცოტა ხნის წინ პრესკონფერენცია ლაშა დვალთან ერთად გამართა.
უკრაინასთან წაგებული თამაშის მიუხედავად, სანიოლი ტაქტიკურ ცვლილებებს არ აპირებს. მას უკვე შერჩეული ჰყავს გიორგი ქოჩორაშვილის შემცვლელი, თუმცა ნაკრების მწვრთნელი ფეხბურთელის ვინაობას ახლა არ ამხელს.
უკრაინასთან თამაში ცუდად დავიწყეთ და ესეც გახდა წარუმატებლობის ერთ-ერთი მიზეზი. იმედია, ალბანეთთან შეხვედრაში მდგომარეობა გამოსწორდება. რაც შეეხება საბა ლობჟანიძეს, არგმოძახების მიზეზი მხოლოდ დამღლელი მგზავრობა არაა. მას ჩემს სისტემასთან ადაპტაცია უჭირს. უკრაინასთან მარცხენა ფლანგზე გარკვეული პრობლემები გვქონდა, ასე იყო ჩეხეთთანაც შეხვედრის გარკვეულ პერიოდში. მიმაჩნია, ეს მხოლოდ ლოჩოშვილის ბრალი არაა. ის შეტევებში კარგად ერთვებოდა, კიტეიშვილი კი ჯანმრთელია და ხვალინდელი მატჩისთვის მზადაა.
ვის დავაყენებ ქოჩორაშვილის ნავლად და ხომ არ შევცვლი ტაქტიკას?ეს უკვე გადაწყვეტილი მაქვს, მაგრამ ამას ხვალ ნახავთ. უკრაინასთან მატჩში მოგებაც შეგვეძლი და ტაქტიკური ცვლილებები ამ ეტაპზე ჩემთვის მნიშვნელოვანი არაა. მთავარია, მატჩი უკეთ დავიწყოთ და დავალებები შევასრულოთ. ისევ ის გუნდი ვართ, რომელმაც ევრო 2024-ზეწარმატებას მიაღწია. აუცილებელია, ჩვენი ღირებულებები, დისციპლინა შევინარჩუნოთ და წინსვლა განვაგრძოთ, - თქვა სანიოლმა.
მწვრთნელიც და ფეხბურთელიც სთხოვენ გულშემატკივრებს, არ გადაუხადონ სამაგიერო ალბანეთის ნაკრებს და ჰიმნის დროს ტრადიციულად ღირსეულად მოიქცნენ.
3 მატჩის შემდგომ საქართველოს 6 ქულა აქვს და ცხრილში ლიდერობს. შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები ალბანეთის წინააღმდეგ ხვალ 20:00 საათზე გამართავს.