საქართველოს საფეხბურთო ნაკრები დღეს ალბანეთს დაუპირისპირდება

14.10.24 10:27
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები დღეს ალბანეთს დაუპირისპირდება

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები დღეს ალბანეთს დაუპირისპირდება. თამაში მიხეილ მესხის სტადიონზე ზუსტად 20:00 საათზე დაიწყება. ვისაც ბილეთი არ აქვს, შეუძლია, ეროვნულ ნაკრებს პირველი რესპუბლიკის მოედანზე უგულშემატკივროს, სადაც დიდი ეკრანია დამონტაჟებული.

ჩვენი ნაკრებიი ალბანეთს ამ სეზონზე უკვე მეორედ ხვდება. გასვლით შეხვედრაზე ქართველმა ფეხბურთელებმა ალბანელები დაამარცხეს. თამაშის წინ ნაკრების ფეხბურთელების თხოვნაა, არ გადაუხადონ ქომაგებმა სამაგიერო ალბანელებს და ტრადიციულად ჰიმნის დროს ღირსეულად მოიქცნენ.

მსგავსი სიახლეები