გიორგი ქოჩორაშვილი ეროვნული ნაკრების საუკეთესო დებიუტანტად დასახელდა

15.10.24 19:26
გიორგი ქოჩორაშვილი ეროვნული ნაკრების საუკეთესო დებიუტანტად დასახელდა

სპორტულმა გამოცემა “სარბიელმა” გიორგი ქოჩორაშვილი საქართველოს ნაკრების წლის საუკეთესო დებიუტანტად დაასახელა.

გიორგი ქოჩორაშვილმა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში პირველად 2023 წლის სექტემბერში ითამაშა. მან „ჯვაროსნების“ ფორმით ჩატარებულ 14 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა.

ეროვნული ნაკრების ცენტრალური ნახევარმცველი ევრო 2024-ის პლეი ოფის ორივე მატჩში მონაწილეობდა. 2024 წლის 26 მარტს საბერძნეთის წინააღმდეგ პენალტების სერიაში პირველი დარტყმა სწორედ მან შეასრულა.