2023-2024 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გიორგი მამარდაშვილი გახდა

სპორტულმა გამოცემა “სარბიელმა” საქართველოს ეროვნული ნაკრების 2023-2024 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად გიორგი მამარდაშვილი დაასახელა.
მამარდაშვილის დებიუტი ეროვნულ ნაკრებში 2021 წლის 8 სექტემბერს, ბულგარეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში შედგა.
მომდევნო 2022 წელს, ხუთ სანაკრებო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. მათგან მხოლოდ ორი იყო ამხანაგური — ალბანეთის და მაროკოს ნაკრებთან, ხოლო დანარჩენ მატჩებში ქვეყნის ნაკრების ღირსების დაცვა მას უეფას ერთა ლიგაზე მოუწია.
2023 წელს რვაჯერ ითამაშა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში და რვავეჯერ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩებში.
2024 წლის 26 მარტს, ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალში, საქართველომ საბერძნეთს მოუგო და პირველად ისტორიაში ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გამოსვლის უფლება მოიპოვა. მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო უგოლოდ, 0–0 დასრულდა. მატჩისშემდგომი პენალტების სერიაში საქართველოს ნაკრებმა მეტოქე 4–2 დაამარცხა. გიორგი მამარდაშვილმა ბერძენთა გუნდის კაპიტნის ანასტასიოს ბაკასეტასის მიერ დარტყმული პირველივე პენალტი მოიგერია, რამაც უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა ქართველი ფეხბურთელების საბოლოო წარმატებაში.