შევხვდებით ნოემბერში, უფრო დიდი ენერგიითა და გაორმაგებული მოტივაციით - გიორგი მამარდაშვილი

15.10.24 19:55
შევხვდებით ნოემბერში, უფრო დიდი ენერგიითა და გაორმაგებული მოტივაციით - გიორგი მამარდაშვილი

ფეხბურთში არის რთული მომენტები, რომელიც უფრო ძლიერს გხდის, - ასე გამოეხმაურა საქართველო-ალბანეთის მატჩის შედეგს საქართველოს ნაკრების მეკარე, გიორგი მამარდაშვილი.

მამარდაშვილმა გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ “ნოემბერში, უფრო დიდი ენერგიითა და გაორმაგებული მოტივაციით ითამაშებენ“.

„ფეხბურთში არის რთული მომენტები, რომელიც უფრო ძლიერს გხდის. მინდა, მადლობა გადაგიხადოთ გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის. შევხვდებით ნოემბერში, უფრო დიდი ენერგიითა და გაორმაგებული მოტივაციით“, - დაწერა მამარდაშვილმა.