საქართველო-უკრაინის საფეხბურთო მატჩზე ბილეთების გაყიდვა 31 ოქტომბერს დაიწყება

29.10.24 23:11
საქართველო-უკრაინის საფეხბურთო მატჩზე ბილეთების გაყიდვა 31 ოქტომბერს დაიწყება

საქართველო-უკრაინის მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა 31 ოქტომბერს, 12:00 საათზე დაიწყება.  ბილეთები კვლავ TKT.GE-ზე გაიყიდება.

მატჩზე, რომელიც ბათუმში გაიმართება,  დასასაწრები ბილეთის ფასი  10, 30 და 50 ლარი იქნება.

16 ნოემბერს, საქართველო-უკრაინის მატჩზე დასასწრები ბილეთები ონლაინ რეჟიმში გაიყიდება და მისი რეალიზაცია TKT.GE-ზე 31 ოქტომბერს, 12:00 საათზე დაიწყება.

მატჩი ბათუმში გაიმართება, ბილეთის ფასი 10, 30 და 50 ლარი იქნება“, - აღნიშნულია საქართველოს ნაკრების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.