საქართველო-ჩეხეთის საფეხბურთო მატჩის ბილეთების გაყიდვა 1 ნოემბერს დაიწყება

30.10.24 00:13
საქართველო-ჩეხეთის საფეხბურთო მატჩის ბილეთების გაყიდვა 1 ნოემბერს დაიწყება

საქართველო - ჩეხეთის მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა 1 ნოემბერს, 12:00 საათზე დაიწყება.  ბილეთები კვლავ TKT.GE-ზე გაიყიდება.

მატჩი ჩეხეთში, ქალაქ ოლომოუცში გაიმართება. ბილეთი ფასი კი 13 ევროს ეკვივალენტი იქნება.

უეფას ერთა ლიგის 2024-2025 წლის სეზონის მეექვსე შეხვედრას საქართველოს ნაკრები ჩეხეთის წინააღმდეგ 19 ნოემბერს გამართავს. მატჩი ჩეხეთში, ქალაქ ოლომოუცში გაიმართება.

საქართველოს გულშემატკივარსთვის განკუთვნილი ბილეთების გაყიდვა 1 ნოემბერს, 12:00 საათზე TKT.GE-ს საშუალებით დაიწყება.

ბილეთის ფასი 13 ევროს ეკვივალენტი იქნება. თითოეულ მომხმარებელს მატჩზე დასასწრები მაქსიმუმ ორი ბილეთის შეძენა შეუძლია“, - აღნიშნულია ეროვნული ნაკრების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები