საქართველოს ნაკრებმა უკრაინასთან ფრედ ითამაშა - პირველი ადგილისთვის ბრძოლა გრძელდება

„აჭარაბეთ არენაზე“ გამართულ ერთა ლიგის მეხუთე ტურში საქართველოსა და უკრაინის ნაკრებების მატჩი, ფრედ, 1:1 დასრულდა.
პირველი გოლი ქართველმა ფეხბურთელმა, საბა კვირკველიამ საკუთარ კარში გაიტანა.
77-ე წუთზევსაქართველოს ნაკრები გიორგი მიქაუტაძემ დააწნაურა.
ამ დროისთვის, საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის B1 ჯგუფში პირველ ადგილზეა. უკრაინას 5 ქულა აქვს.
19 ნოემბერს, ბოლო ტურში საქართველოს ნაკრები ოლომოუცში ჩეხეთს, უკრაინა კი ტირანაში ალბანეთს დაუპირისპირდება.
უეფას „ერთა ლიგის“ B1 ჯგუფში 7 ქულა აქვს ჩეხეთის ნაკრებს. ხოლო, 6 ქულა აქვს ალბანეთს ეროვნულ ნაკრებს.