შევიკრიბოთ 7 საათზე, რომ დღევანდელი სიმხეცის გამო პასუხისმგებლობა დავაკისროთ ამ რეჟიმს - დეკანოიძე
მელიქიშვილის გამზირი 19:00 საათზე დიდი შეკრების ეპიცენტრი გახდება. ადგილზე ელოდებიან ყველას, ვინც ფიქრობს, რომ პროტესტი არ უნდა შეწყდეს.
"ერთიანობის" ლიდერის, ხატია დეკანოიძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ქუჩაში ბევრი ადამიანი გავიდეს, რათა "ოცნების" ხელისუფლებას დილანდელი სიმხეცის გამო პასუხი გაეცეს.
7 საათზე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველანი შევიკრიბოთ და კიდევ ერთხელ პასუხისმგებლობა დავაკისროთ ამ რეჟიმს დილანდელი წარმოუდგენელი სიმხეცის გამო, რაც მათ ჩაიდინეს, როდესაც პოლიცია გადაფარებულია მთლიანად ივანიშვილზე. ასევე ჩვენ უნდა გავაგრძელოთ აუცილებლად ჩვენი წინააღმდეგობა", - აცხადებს ხატია დეკანოიძე.
ცნობილია, რომ ოპოზიცია საზოგადოებას შემდგომ ნაბიჯებს დღეს, 19:00 საათზე გააცნობს.
ოპოზიციონერი ლიდერები საზოგადოებას მელიქიშვილის გამზირზე მისვლისკენ მოუწოდებენ.