საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს

20.11.24 01:01
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფში ორი მატჩის ჯამში ხორვატიას სძლია და ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა. 

მატჩის ძირითადი და დამატებითი დროის შემდეგ გამარჯვებული ვერ გამოვლინდა, დაინიშნა თერთმეტმეტრიანების სერია, რომელიც საქართველოს ნაკრებმა 7:6 მოიგო.

შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩი, თბილისში ქართველების გამარჯვებით დასრულდა – 1:0. განმეორებითში კი ხორვატია ორჯერ დაწინაურდა, თუმცა ჩვენმა გუნდმა ორჯერვე გაათანაბრა ანგარიში.